LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მაისს აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართება

107
აგრობაზარი

9 მაისს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონის ეზოში, ევროპის დღესთან დაკავშირებით, აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართება.

აგრობაზარზე წარმოდგენილი იქნება ხორცისა და რძის პროდუქტები, ტკბილეული, ჩაი, თაფლი, ჯემი, საწებელი, სუნელები და სხვა სახის ნაწარმი.

აგრობაზრის ყველა მონაწილე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ განხორციელებული პროექტების ბენეფიციარია. ამ ფერმერებმა და მეწარმეებმა საკუთარი საქმიანობის განვითარება სწორედ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამოყენებით შეძლეს. 

აგრობაზრის სივრცეში უამრავი სახალისო აქტივობა დახვდებათ ბავშვებისაც.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ვეტერინარები და აგრონომები აგრობაზრის სტუმრებს გაუზიარებენ ცოდნას გრილზე შესაწვავი ყველის მომზადებასა და რეჰანის ჩითილების სახლის პირობებში წარმოებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g