წარმატებული ბიზნესის შექმნას დღევანდელ რეალობაში რამდენიმე თვისება განაპირობებს. მათ შორის არის კარგი ორგანიზატორული უნარჩვევები, სწორად დაგეგმარების ნიჭი და მოხერხებულობა. მაშ ასე, თუ ბიზნეს იდეა უკვე გაქვთ და მის განხორციელებაზე ფიქრობთ, ჯერ ეს რჩევები გაითვალისწინეთ:
1. იყავით მოწესრიგებული
თუ ბიზნესში წარმატების მიღწევა გსურთ, ყველთვის მოწესრიგებული უნდა იყოთ. ორგანიზებულობა ყველა დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში, შექმენით აუცილებლად შესასრულებელ დავალებათა სია და ეტაპობრივად შეუდეგით მის სრულყოფაში მოყვანას. ხშირად ჩახედეთ სიას, რამე ხომ არ გამოგრჩათ?
2. ყველა დეტალი ჩაინიშნეთ
ყველა წარმატებული ბიზნესი დეტალებზე ორიენტირებულობით გამოირჩევა. თუ ამ დეტალებს ჩაინიშნავთ, გეცოდინებათ როდის ხართ ფინანსურად კარგ კონდიციაში და როდის დგება რისკის საფრთხე. ამ ინფორმაციის წინასწარ ცოდნა მეტ დროს მოგცემთ პრობლემის გადასაჭრელად. შეგიძლიათ, ახალ სტრატეგიაზე იფიქროთ და რუბიკონი გადალახოთ.
3. გაანალიზეთ კონკურენცია
კონკურენცია საუკეთესო შედეგების მომტანია. თუ გსურთ წარმატებული იყოთ, კონკურენციის არ უნდა შეგეშინდეთ. ისწავლეთ და იშრომეთ მეტი, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოთ.
4. გააცნობიერეთ რისკები და ჯილდოები
წარმატების გასაღები რისკების გაცნობიერებაში იმალება. შეისწავლეთ საქმის უარყოფითი მხარეები. შედეგად ყველაზე ცუდი სცენარის წარმოდგენას შეძლებთ და ამასთანავე, სწორი ნაბიჯების მოფიქრებას, რათა თქვენი ბიზნესი არ დაზარალდეს.
5. იყავით კრეატიული
ყოველთვის მზად იყავით ბიზნესი გააუმჯობესოთ და კონკურენტუნარიანი გახადოთ. იფიქრეთ განსხვავებულად და მიუდექით საქმეს შემოქმედებითად. ახალი იდეები წარმატებული ბიზნესის საწინდარია.
6. იყავით კონცენტრირებული
ალბათ, გაგიგონიათ : “რომი 1 დღეში არ აშენებულაო.” ეს ნათქვამი კარგად შეესაბამება ბიზნესს. ახლად წამოწყებულ ბიზნესს დრო სჭირდება, ბაზარზე თავისი ადგილი რომ დაიმკვიდროს და წარმატებული გახდეს. ნუ შეიქმნით მოკლე დროში წარმატების მიღწევის ილუზიას. იყავით საქმეზე კონცენტრირებული და დასახულ მიზნებს ნაბიჯნაბიჯ მიყევით.
7. მოემზადეთ მსხვერპლშეწირვისთვის
ბიზნესის წამოწყება რთული საქმეა. მაგრამ, როგორც კი პირველ სწორ ნაბიჯს გადაგამთ, ყველაფერი დასტაბილურდება. ხშირ შემთხვევაში ისეთ მსხვერპლშეწირვაზეც მოგიწევთ წასვლა, როგორიც არის ოჯახთან და მეგობრებთან ნაკლები დროის გატარება. ამისთვის წინასწარ მოემზადეთ.
8. უზრუნველჰყავით იდეალური მომსახურეობა
წარმატებული ბიზნესი არასდროს ივიწყებს კლიენტს და იცის, რომ კომფორტული მომსახურეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენს კლიენტს კარგ გარემოს და საჭირო მომსახურეობას გაუწევთ, იგი თქვენი ერთგული დარჩება.
9. იყავით თანმიმდევრული
ბიზნესში თანმიმდევრულობა ფინანსური მოგების კუთხით ყველზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯები თანმიმდევრულად და აუჩქარებლად უნდა გადადგათ.
და ბოლოს, ბიზნესის წამოწყება და მართვა ერთგვარ გამოწვევას ჰგავს, რომელიც ხან წარმატებულია, ხანაც ფიასკოთი მთავრდება. წარმატებისთვის საჭიროა საქმეზე
კონცენტრირებულობა, დისციპლინა და შეუპოვრობა. გახსოვდეთ, წარამატებას 1 დღეში ვერ მიაღწევთ, ამისთვის დრო, შრომა და კონკურენტული გარემოა საჭირო.
წყარო: The Entrepreneur- დან თარგმნა მარიკა კარტოზიამ.
