LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის გოგონას მიმართ ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ძალადობა ვიდეოთი დასტურდება – პროკურორი

2383
nebierize

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება.

როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, აღდგენილია იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული და მობილური ტელეფონიდან წაშლილი ჩანაწერილი, რომელიც არასრულწლოვანთან ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს. გუგუტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას ბრალდებული ნებიერიძე საკუთარი ტელეფონით იღებდა.

“ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამის გადაღებას მობილური ტელეფონიდან ახდენდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით. ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა,” – განაცხადა გუგუტიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 21 მაისს, 10:30 საათზე დაინიშნა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g