LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

90 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი წყვილი სმარტფონმა გადაარჩინა

194
346

კალიფორნიაში, აშშ-ში, 90 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილ წყვილს გადარჩენაში სმარტფონი დაეხმარა. უჩვეულო ამბავი The New York Times-მა გაავრცელა.

გასულ კვირას 23 წლის ქლოე ფილდსი და მისი 24 წლის შეყვარებული კრისტიან სელადა კანიონის სიახლოვეს გადაადგილდებოდნენ. რაღაც მომენტში მათი მანქანის უკან გაჩნდა ქალი თეთრი Mercedes-Benz-ით და გზის დათმობა მოითხოვა.

სელადას თქმით, მან ავტომობილის გაშვება გადაწყვიტა, ამ დროს მანქანა გზიდან გადავარდა, რამდენიმე ხეს დაეჯახა და საბოლოოდ კანიონში ჩავარდა. წყვილმა გადარჩენა რაღაც სასწაულით შეძლო.

„მახსოვს, თუ როგორ ვიმეორებდი: „ჩვენ კარგად ვართ, ჩვენ კარგად ვართ, როცა მანქანა დაბლა მიფრინავდა“, – იხსენებს ფილდსი.

მას შემდეგ რაც ქლოემ და კრისტიანმა ავტომობილიდან გამოაღწიეს, კიდევ ერთ პრობლემას გადააწყდნენ, კანიონში ტელეფონი არ იჭერდა და დახმარების თხოვნაც არ შეეძლოთ. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ყველაფერი ასე უიმედოდ არ იყო. ფილდსის ტელეფონი დაიმტვრა, თუმცა ფუნქციონირებას აგრძელებდა და მფლობელს SOS სიგნალის გაგზავნა შესთავაზა. შედეგად ადგილზე მალე გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები გაჩნდნენ.

მაშველები შემთხვევის ადგილამდე ვერტმფრენით მივიდნენ და დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები