LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

900-მდე დაინფიცირებული – სამხრეთ კორეაში კორონავირუსი მძვინვარებს

1309
Coronavirus-South-Korea-NTb-768x512

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 893-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ვირუსის გავრცელების გამო აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბის შემცირების საკითხს განიხილავენ.

„კორონავირუსის გამო სამხედრო მეთაურები წვრთნების მასშტაბის შემცირებას განიხილავენ“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დადასტურებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები