ბუკინგემის სასახლისა და კლარენს-ჰაუსის ოფიციალურ გვერდზე დედოფალ ელისაბეტისა და პრინცი ჩარლზის ახალი ფოტოები გამოჩნდა. მონარქები, რომლებმაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩაიტარეს, თავს უფლებას აძლევენ ფროგმორ-ჰაუსის რეზიდენციაში გაისეირნონ.
ახალი ფოტოების ავტორი კრის ჯექსონია. ფოტოზე 93 წლის დედოფალი და 73 წლის პრინცი ფროგმორ-ჰაუსის რეზიდენციაში სეირნობენ.
ეს არის მონარქების პირველი ოფიციალური გამოსვლა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ.