კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთის უხუცესი ექიმი, 98 წლის კრისტიან შენე მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამავე გამოცემის ინფორმაციით, კრისტიან შენე მაღალი რისკის შემცველ გარემოში მუშაობს. ის ყოველ კვირას ხანდაზმულთა სახლებში დადის და იქ მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას უწევს.
უხუცესი ექიმის განმარტებით, ასაკის მიუხედავად, მუშაობას იმიტომ აგრძელებს, რომ საფრანგეთში ოჯახის ექიმების დეფიციტია.
კორონავირუსის მსოფლიო ტაბლოზე ამ დროის მონაცემებით საფრანგეთში 165 911 ადამიანია ინფიცირებული. ქვეყანა დადასტურებული შემთხვევების და გარდაცვალების რიცხვის მიხედვით მე-4 ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში 23 660 პაციენტი გარდაიცვალა, 46 886 გამოჯანმრთელდა.

