LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე  – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს

159
Capture

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” გეგმავს, მოამზადოს კანონპროექტი “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის” წინააღმდეგ.

პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ განმარტა, რომ ახალი ინიციატივით, “საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაიცავენ.

მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები”, – თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები