LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების საკითხს შევისწავლით და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას – სახალხო დამცველი

162
Untitled design - 2024-04-09T124152.152

ომბუდსმენის აპარატი პარტია “ალტ ინფოს” გაუქმების შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას შეისწავლის და ამის შემდეგ აპარატის მოსაზრებებს საზოგადოებას გააცნობენ. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას, რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა”, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია გააუქმა.

საჯარო რეესტრმა პარტია „ალტ-ინფო“ გააუქმა

პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, რაც საფუძვლად დაედო რეესტრის გადაწყვეტილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g