LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – თბილისში თავისუფლების მარში მიმდინარეობს

187
Capture

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ –  ამ სლოგანით სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან სლოგანით : “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”; “ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! “.

9 აპრილის ნიშნად, აქციის მონაწილეებს გვირილები და ტიტები დაურიგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g