LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკორას“ მოლარე კონსულტანტი მომხმარებლის დაგროვებულ ქულებს ხარჯავდა – დაკავებულია 2 პირი, მათ 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

822
ნიკორას მოლარე, დაკავება

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაკავებულია, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ე. რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ ჯ.უ.-ს.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და ა.ე.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა,

კერძოდ: ა.ე. რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ ჯ.უ.-ს.

თავის მხრივ, ჯ.უ.-მ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ჩაწერა „NIKORA SUPERMARKET“-ის აპლიკაცია, სადაც სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, არეგისტრირებდა ა.ე.-ს მიერ მიწოდებულ ამავე მაღაზიის მომხმარებლების პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს, რის შემდგომაც ჯ.უ. მიდიოდა სს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიებში და მოლარეების შეცდომაში შეყვანის გზით, ხარჯავდა მომხმარებელთა ბარათებზე დაგროვილ ქულებს. ქულების გახარჯვის შედეგად მიღებულ სარგებელს კი ინაწილებდა ა.ე.-სთან ერთად.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „ნიკორა ტრეიდს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“. – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g