საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის მიერ აქციიდან გამოქვეყნებულ ფოტოზე გამოხმაურებები გრძელდება.
ამჯერად, სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო, მისმა დამ, ანანო ქოჩორაშვილმა გამოაქვეყნა.
ინფორმაციისთვის, გუშინ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო – ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში გამოაქვეყნა.
პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ“ ანგარიში გაქრა, მოგვიანებით კი მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა.
🤍ელენკა ევროპაში 😀
Posted by Anano Kochorashvili on Wednesday, April 10, 2024