LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოზეფ ბორელი: პუტინს მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს, უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ

130
ჟოზეფ ბორელი

პუტინს მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს, უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

ბორელის თქმით, 22 აპრილს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გაბედულ გადაწყვეტილებებს ელოდება.

„გუშინ რუსეთმა ისევ განახორციელა ბარბაროსული დარტყმა უკრაინაზე მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ შეაჩერებს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მეტი სამხედრო მხარდაჭერა. 22 აპრილის საბჭოს სხდომის წინ, დღეს მე მივწერე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის რაკეტების გასანადგურებლად, ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დახმარებას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მნიშვნელობა ექნება.

გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი 22 აპრილის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების დმიტრო კულებასთან და რუსტემ უმეროვთან საერთო შეხვედრაზე. ევროკავშირი უკრაინას ყველაფერს მიაწვდის, რაც საჭირო იქნება“, – წერს ბორელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g