LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრამატული ფრე დრამატულ მატჩში

32

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინასთან და ფრედ, 3:3 დაასრულა. შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ორჯერ აგებდა მეტოქესთან, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხა და ბოლო წუთამდე მოგებასთანაც ახლოს იყო. გოლებით თავი რომან ჭანტურიამ, ოთარ კიტეიშვილმა და ლევან შენგელიამ გამოიჩინეს. იქამდე გიორგი ხარაიშვილმა პენალტიც გააცუდა. მოგება საქართველოს ნაკრებს ბექა ვაჩიბერაძემ გამოაცალა ხელიდან. უკრაინის ნაკრებში მოთამაშე წარმოშობით ქართველმა ნახევარმცველმა მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე შეძლო გოლის გატანა.

„ბევრი შეცდომა გვქონდა, მაგრამ ბევრი დადებითიც იყო ჩვენს თამაშში. მინდოდა, ყველა ფეხბურთელი მენახა საქმეში, რადგან მომავალ შესარჩევ ციკლში ასაკით პატარა ბიჭებს უწევთ თამაში და დღეს გამოჩნდა, ვის დავეყრდნობით მომავალში. ყველაფრის მიუხედავად, თამაშს დადებითად შევაფასებ. შეცდომები იყო, მაგრამ ამას ველოდით და ვიცით, რაზე გვაქვს სამუშაო“, – განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.

საქართველო U21 – უკრაინა U21 3:3

ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“

საქართველო: კუპატაძე, გეგეჭკორი (85, კირკიტაძე), მარგველაშვილი (85, ჯაფიაშვილი), ტაბიძე, გოროზია (85’ ფონიავა), ჭანტურია (46, ზივზივაძე), არაბული (46, გეგეჭკორი), კიტეიშვილი (72, ქოჩლაძე), ხარაიშვილი (72’ მარკოზაშვილი), თევზაძე (74, ცნობილაძე), გვილია (46, ზარანდია)

გაფრთხილება: 58, ვაჩიბერაძე, 69, ლუკიანჩუკი

გოლები: 0-1 სობოლი (19), 1-1 ჭანტურია (22), 1-2 იარემჩუკი (27), 2-2 კიტეიშვილი (35), 3-2 შენგელია (65), 3-3 ვაჩიბერაძე (90)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები