LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამუკა მდინარაძის ადგილას შემრცხვებოდა.. თავისი პირით ათქმევინეს, რომ ამ კანონს არასდროს დაუბრუნდებოდა და ისევ მისივე პირით გვითხრეს, რომ კანონი შემოაბრუნეს“ – ნანკა კალატოზიშვილი

309
Untitled design - 2024-04-15T123458.536

„ზუსტად ერთი წლის წინ, პარლამენტის წევრებმა, წინა პრემიერმა, ამ პრემიერმა, მამუკა მდინარაძემაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ კანონი გაიწვიეს და აღარასოდეს დაუბრუნდებოდნენ“, – ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მდინარაძე: „მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება.. არა მონობას, ამავე დროს“

„მამუკა მდინარაძის ადგილას შემრცხვებოდა. თავისი პირით ათქმევინეს, რომ ამ კანონს არასდროს დაუბრუნდებოდა და ისევ მისივე პირით გვითხრეს, რომ კანონი შემოაბრუნეს. თან არც ახსნეს, რატომ და რისთვის. ეს რომ არჩევნების წინ ხდება განსაკუთრებულად ნიშანდობლივია.

ნინო წილოსანი მსახიობებზე: „საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი – სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების უსუსურობაზე მეტყველებს“ 

როდესაც გვეუბნებიან, რომ მსახიობები, სცენიდან ნუ ლაპარაკობთო და ამავე დროს პარლამენტში ნული პოლიტიკის განათლებით და ცოდნით გვიზის ფეხბურთელი, კალათბურთელი, რუსთაველის თეატრის მსახიობი და ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში იღებენ მონაწილეობას, ეს არის უბრალოდ სიტყვების თამაში და არასერიოზული.

მე, როგორც მოქალაქე ვაპროტესტებ და ისინი კანონებს ადგენენ და ბედს მიწყვეტენ“. – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი „პუბლიკასთან“ საუბარში.

„ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს!“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

ცნობისათვის, აქციაზე არა რუსეთს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, იმყოფებიან სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს არჩევანს, რაც ევროკავშირში წევრობას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ, აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული“ – პრეზიდენტი

„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნეს გაწვეული რუსული კანონი“ – საპარლამენტო ოპოზიცია

magti 5g