ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს შეხვდა.
საუბარი საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ასევე, მიმოიხილეს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები, საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.