სოც-ქსელების მეშვეობით მფრინავი ავტომობილის კიდევ ერთი პროტოტიპის ვიდეო გამოჩნდა. განახლებული დეტალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით Aeromobil 3.0 ფინალურ ვერსიასთან ძალიან ახლოსაა.
როგორც ცნობილი ხდება, ახალი ვერსია სწორედ იმ დეტალებითაა დამზადებული, რომლითაც დასრულებული ვარიანტი გამოჩნდება. ფრთები, დისკები, შასის მასალა, მეტყველებს იმაზე, რომ მფრინავი ავტომობილებით გადაადგილებას ძალიან მალე შევძლებთ.
განახლებული მოდელი აღჭურვილია ავტოპილოტით, კატაპულტირების უახლესი სისტემითა და სპეციალური ეკიპირებით…