დღეს მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რაც საგრძნობლად ადუნებს ყურადღებას. მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ტრავმებისა და ავარიების თავიდან ასაცილებლად.
დღის რეკომენდაცია – დღეს შეიძლება მოულოდნელად მოხდეს რთული საკითხის გადაწყვეტა. გაუფრთხილდით ძვირფასეულობას. მოერიდეთ ხელშეკრულებების დადებას, ბინის შეცვლას, ნიშნობას, ქორწინებას და ფინანსური საბუთების გაფორმებას. კატეგორიულად იკრძალება ხელმძღვანელების კრიტიკა.
დღე სასიკეთოა ორიგინალური საქმეებისთვის, კეთილშობილური ქმედებებისთვის, ახალი სამსახურის დაწყებისა და თანამდებობის დაკავებისთვის. კარგი დროა ლატარიის ბილეთების, საჩუქრების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და კოსმეტიკის შესაძენად. დღე კარგია მეგობრული კონტაქტებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის. დღევანდელი სიზმრები საიდუმლოდ შეინახეთ.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებით გაუფრთხილდით გულს. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, ნერვიულობას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. არ არის რეკომენდებული საუნა და აბანო. ოპერაციების ჩატარება გულსა და ხერხემალზე (აუცილებლობის გარდა) დაუშვებელია. სამაგიეროდ, შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემის, ფეხის კუნთებისა და ვენების მკურნალობა.
დღის ფერები და მინერალები – წარმატებისა და სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი და ქარვა. თქვენს მიმზიდველობასა და შარმს გააძლიერებს: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ბეჟი და ლურჯი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომის,სასწორის, მშვილდოსნის და მერწყულის ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქასა და თევზებისთვის.თქვენ გმართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით დღე საშუალოა.