LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1830
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ე.წ უკურსო (მიმართულებადაკარგულ) მთვარეს, რომელიც 17:28 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გასტანს. ამ დროს ადამიანებში ყურადღება ზედმეტად დუნდება, რაც ტრავმებისა და ავარიების რისკს ზრდის, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს მეტი სიფრთხილე მართებთ.

ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენაა – დღეიდან 13 ივნისამდე, სიყვარულის, ხელოვნების, სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც ხელს შეუწყობს რომანტიზმისა და ემოციების გაღვივებას, ოჯახური ურთიერთობების სტაბილიზაციას და ფინანსების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ვაჭრობის სფეროებში.

დღის რეკომენდაცია – გაითვალისწინეთ სხვათა სურვილები, ეს საქმეებში სირთულეების უკეთ გადალახვაში დაგეხმარებათ. დღე კარგია რეცხვისთვის, კონსერვების მოსამზადებლად, კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის. მოერიდეთ ქორწინებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებასა და დაპირებების გაცემას. ფინანსურ საბუთებზე ხელის მოწერამდე ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მალე არ ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები – ვენერას კირჩხიბში გადასვლა ურთიერთობებში მეტ ემოციურობას, რომანტიზმსა და ინტუიციას შემოიტანს. სასიკეთოა პარტნიორთან ერთად ბუნებაში ყოფნა ან ერთობლივი ვარჯიში, ეს ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია კბილების, სახსრების, მუხლებისა და ხერხემლის მკურნალობა. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, კენკრასა და რძის ნაწარმს.

დღის მინერალები – წარმატებისა და სასიკეთო შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ – ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ამეთვისტო, ოპალი და მარჯანი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურიაკუროს, კირჩხიბის, თხის რქასა და თევზების ნიშნებისთვის – თქვენთვის პრაქტიკული მოქმედებისა და შანსების გამოყენების დროა.  შედარებით რთული და დაძაბულია დღე – ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშანთათვის, რომეთაც მეტი ყურადღება მართებთ ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები