ახალგაზრდებმა პარლამენტთან მორიგი აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებია, რაც პარლამენტთან ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.
არა რუსულ კანონს! – სტუდენტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი