LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი მტრული ძალების თამაშს თამაშობს“ – რიმა ბერაძე

159
რიმა ბერაძე

„დიდი ხანია ქალბატონი პრეზიდენტი მტრული ძალების თამაშს თამაშობს, რამაც მისი ისედაც განულებული რეიტინგი, ვფიქრობ, უფრო დააგდო“, – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, რიმა ბერაძემ.

დეპუტატმა გადაცემაში „დღის თემა“ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, სადაც ის ამბობს, რომ კანონპრორქტი გამჭვირვალობის შესახებ არის რუსული და ის არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი. ბერაძე პირდაპირ ეთერში მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს იმის გამო, რომ წლების წინ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

,,ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა” – პრეზიდენტი

„ყველას კარგად ახსოვს, როგორ გაუჭირდა „ქართულ ოცნებას“ მისი გამარჯვება სწორედ რეიტინგის არქონის გამო. ხოლო მტრების მხარეზე გადასვლით მან საკუთარი მოსახლეობის უმრავლესობაში საერთოდ გაინულა ავტორიტეტი. ის, რაც მან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულთან მიმართებით გააკეთა, არაფერია თუ არა დანაშაულის წახალისების მცდელობა.

ის ამ შეწყალებით დანაშაულის თანამონაწილე გახდა და ამ ყველაფრის შემდეგ მისგან ქართველ ხალხს აღარაფერი გაკვირვებია. ის ბრმად ასრულებს დავალებებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

რიმა ბერაძე ასევე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის საქმეს და თქვა, რომ ძალადობა მიუღებელია.

„პირადად ჩემთვის მიუღებელი იყო ის საქციელი, რომელიც ელისაშვილმა ჩაიდინა მამუკა მდინარაძის მისამართით, მაგრამ ერთი წუთით ვერ დავუშვებდი, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა გუშინ. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს არის მაქსიმალურად მიუღებელი და ალბათ თვითონ აუცილებლად მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული“, – განაცხადა რიმა ბერაძემ გადაცემაში „დღის თემა“.

ელისაშვილი: „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით, დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ალეკო ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g