LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ხელისუფლება გაჯერებულია რუსული არსით… ამ თაობისთვის რუსეთის საკითხი გენეტიკურად მიუღებელია… ახლა ის დრო არ არის, რომ რამე არ ვთქვა”- ნუცა კუხიანიძე

142
ნუცა კუხიანიძე

მსახიობი ნუცა კუხიანიძე ამბობს, რომ ახალმა თაობამ იცის, თუ  რისთვის დგას აქციაზე. ამის შესახებ მსახიობმა გადაცემაში „პირველი ხაზი” ისაუბრა. გადაცემის თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო.

მსახიობის თქმით, „ეს ის თაობაა, რომელსაც  ვერც მოატყუებ და ვერც რამეს დააბრალებ”-

ზურა ყიფშიძე: „თუ გამოვედი და ყვირილი დავიწყე, მაყურებელი ხომ გამიგიჟდება, სპექტაკლზე მოვედი თუ მიტინგზეო? თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას – თავისი“

„ეს ის დრო არ არის, რომ რამე არ ვთქვა, ეს საპასუხისმგებლო მომენტია… ის რეაქცია, რაც ქართველ ხალხს და უკვე ამ თაობას აქვს, რომელიც ახლა დგამს ამ ნაბიჯებს და იწყებს აქციებზე გამოსვლას, მათთვის რუსეთის საკითხი გენეტიკურად მიუღებელია…

ეს ხელისუფლება გაჯერებულია რუსული არსით, ამიტომ ჩემთვის მათი ნებისმიერი კანონი რუსულია, რადგან თვითონ არიან ამ რეჟიმის აბსოლუტურ დაქვემდებარებაში…

ამ თაობას წინ ვერ დაუდგებიან, ამ თაობამ იცის იქ ( აქციაზე) რისთვისაც დგანან, როგორ უნდა მოატყუო ეს ახალგაზრდები, ან როგორ უნდა დააბრალო რამე”- თქვა ნუცა კუხიანიძემ.

ნინო წილოსანი მსახიობებზე: „საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი – სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების უსუსურობაზე მეტყველებს“

წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არის ყველა პროფესიის წარმომადგენლისგან მნიშვნელოვანი დღეს, რომ გამოხატოს პოზიცია და ეს კანონი გააპროტესტოს, მსახიობმა უპასუხა:

„თუ შენი ქვეყანა  ოკუპირებულია ვიწრო გონების ადამიანების მხრიდან, შენ თუ ვერ დაწერ იმას რასაც გინდა, ვერ გადაიღებ იმ ფილმს რაც გინდა, მაშინ რას ემსახურები? მაშინ რა ფასი აქვს ამ საქმეს”

ვიდეო: ,,არა რუსულ კანონს” – მოწოდება ვასო აბაშიძის მუსიკალურ თეატრში

ნინო გაჩეჩილაძე: „რუსული კანონის მიღება ყველა იმ ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც დაიღუპა 9 აპრილს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის ომში…“

კახა კინწურაშვილი: „ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – ეს უნამუსობის ახალი საფეხურია!“

სუხიშვილები: „დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას… ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“

❗ ნუცა კუხიანიძე: რუსეთის საკითხი გენეტიკურად მიუღებელია – თავის სათქმელს იძახის ახალი თაობა, ამათმა იციან რატომ დგანან

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Thursday, April 18, 2024
magti 5g