LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს”- კახა კალაძე კელი დეგნანზე

146
კახა კალაძე კელი დეგნანი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც  საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ხელისუფლებას რუსული სტილის” კანონი ძალით გააქვს” და არ გაუკვირდება, თუ პროცესი ბოლომდე მივა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეხმაურება.

„მმართველი პარტია პარლამენტში ამ რუსული სტილის კანონპროექტის ინიციირებას ახდენს… არ გამიკვირდება, თუ ეს პროცესი ბოლომდე გავა…საქართველოს ჰყავს საკუთარი ოლიგარქი” – დეგნანი

კალაძის თქმით, კელი დეგნანის განცხადებები აცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას.

ყოფილი ელჩის დამოკიდებულება როგორი იყო, გვახსოვს ყველას. ის აგრძელებს თავის განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი. რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს აღნიშნული კანონპროექტი, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი.

შესაბამისად, ეს ყველაფერი ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ. პირიქით, გამჭვირვალობა ყოველთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და ასე შემდეგ. ეს ადამიანი აგრძელებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო. როდესაც დიპლომატი ხარ, პოლიტიკაში ერევი და აკეთებ იმ ტიპის განცხადებებს, რასაც კელი დეგნანი აკეთებდა, ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია”, – განაცხადა კალაძემ.

მეთიუ მილერი – ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით – კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა

თბილისის მერის თქმით, ხელისუფლების  მთავარი საზრუნავი არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერება. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობით არის არჩეული.

ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, რომ მაგრად ვიყოთ. ასეთი ძლიერი სახელმწიფოდ გვინდა ევროპული მომავალი. ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება დაკავშირებული არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროპული მომავალი, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, ხელისუფლებამ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე საერთაშორისო, სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას.

საფრანგეთის საგარეო: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე – ინიციატივა ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება

magti 5g