რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშრებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
როგორც სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, აღნიშნული კანონი გაცილებით რბილია, ვიდრე მისი ვერსიები ბევრ სხვა ქვეყანაში.
„საქართველოში ახლა გამართულმა დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ძალიან რბილია. აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში და ევროკავშირის კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში კი არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს მიიღებ, ამის შესახებ არაფერს ამბობ და ამ ფულით რაღაცას არასწორად აკეთებ“, – განაცხადა ლავროვმა.