გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის შვილმა კესო ბოკერიამ ლეიდენის უნივერსიტეტში ჩააბარა.
ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კესომ ლეიდენის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიგო.
სიმართლე გითხრათ, მე მინდოდა თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაებარებინა და 4 წელი ჩვენთან ყოფილიყო. ვთვლი, რომ თავისუფალშიც კარგ განათლებას მიიღებდა.
მაგრამ თვითონ ახალი ცხოვრების დაწყება სურს და რას ვიზამთ.
ალიკო გაგვართობს,“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.