LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „ამ ღირებულებების ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები არასდროს იქნებიან – ვიცავთ სახელმწიფო ინტერესებს და ამის გამო თუ ვინმე დამასანქცირებს, მზად ვარ“

156
ირაკლი ზარქუა

„ამ ღირებულებების ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები არასდროს იქნებიან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა და აღნიშნულით რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადება შეაფასა, რომლებმაც მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკეს და სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრეს.

მაჭარაშვილი: „მათი არავის ეშინია – უსამართლობაა, როცა სანქციებით ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სხვაგან ბიზნესით ნაშოვნი ფული საქართველოში ქველმოქმედებაში დახარჯა“

ზარქუას განცხადებით, „ქართული ოცნება“ კანონპროექტს სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და ამის გამო კონკრეტული ადამიანების დასანქცირება არსაწორი და ევროპული ღირებულებებისგან შორსაა. 

„ჩვენი სამუშაო ვითარებაა, რომ კანონები მივიღოთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამის გამო გვკიცხავენ, იყო საუბარი სანქცირებაზეც. აი, ეს არის ის, რაც გუშინ ვნახეთ, როგორი არ უნდა იყოს ევროპა, როგორი არ უნდა იყოს ევროპული პარლამენტი.

ევროპარლამენტი განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისა და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება

მგონია, რომ ის არჩევნები, რაც არის, ვერც კუბილიუსებს ნახავთ იქ, ვერც ფოტიგებს. ისევ დაწერენ რეზოლუციას, შეიკრიბებიან, მიიღებენ, როგორც არაერთხელ მიუღიათ.

ასევე ნახეთ

„როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დასანქცირება, ვერ გამიგია, წარმოუდგებელია. დეპუტატები ვინ არიან?!“

დასანქცირებას მოითხოვენ ჩვენი ქვეყნის, პატიმარი სააკაშვილის გამოშვებას, პოლიტპატიმარი არისო ამბობენ და ეს თქვენ მიგაჩნიათ ჩვენს მეგობრად?

არა და არასდროს არ იქნებიან ასეთი, ამ ღირებულების ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები. ვიცავთ სახელმწიფო ინტერესებს და ამის გამო თუ ვინმე იქ ჩაწერს, დამასანქცირებს პირადად მე, მზად ვარ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

„შეშფოთებულები ვართ – ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“ – ჯოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

magti 5g