LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებს ევროპარლამენტართა ჯგუფი, მათ უნდათ მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს“

138
შალვა პაპუაშვილი და ევროპარლამენტარები

„ევროპარლამენტართა ჯგუფს უნდა მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წარმოუდგენელია და ვერ გაუგია როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დასანქცირება:

კალაძე: „ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, შოპინგი, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ეს არის ღირებულებები“

„დეპუტატები ვინ არიან?! 29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებენ ეს ევროპარლამენტარები. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასეთი რამ აბსურდია.

ასევე ნახეთ

პარლამენტის თავმჯდომარემ შეფასება გააკეთა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზეც, რომლითაც მან ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს ყველას, „ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს უთხრის ძირს”.

ეს არის უბრალოდ, ვიტყოდი, დაშინების მეთოდი იმისთვის, რომ ევროპარლამენტის ამ ჯგუფს უნდა მორჩილი ქართული საზოგადოება, მორჩილი, რომელიც კითხვებს არ დასვამს, გაყვება პირდაპირ დირექტივებს და რომელიც იტყვის, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არის თავისუფლება და უცოდინრობაში არის ძალა“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას – „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს – ვიოლა ფონ კრამონი

პოპულალურები