Tesla-მ ყველაზე მძლავრი და სწრაფი Model 3 Performance წარადგინა. ეს არის მოდელის ტოპ ვერსია, რომელიც გაძლიერებული ძრავით, გაუმჯობესებული დინამიკით, ასევე სპორტული ექსტერიერისა თუ ინტერიერის დიზაინითაა გამორჩეული. ორი ელექტრონული ძრავის სიმძლავრე თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და შედეგად ელექტროქარს 97 კილომეტრის გასავითარებლად ბევრად ნაკლები დრო სჭირდება.
Tesla Model 3 გასული წლის შემოდგომაზე განახლდა, თუმცა მაშინ ყველაზე მძლავრი ორ აგრეგატიანი მოდიფიკაცია Performance არ გამოუჩენიათ. მოდელის დებიუტი მხოლოდ ახლა შედგა. როგორც Tesla ირწმუნება, განახლებების დამსახურებით ჰაერის წინააღმდეგობა 5-ჯერაა შემცირებული. სალონში ბევრად კომფორტული სავარძლები განთავსდა, ბუნებრივია, გათბობისა და გაგრილების სისტემით.
ფასებიც ცნობილია: აშშ-ში Tesla Model 3 Performance 53 ათასი დოლარი ეღირება და ამ ფასში მიტანის საფასური და დამატებითი გადასახადები არ არის გათვალისწინებული.