LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Tesla Model 3: შენიღბვის გარეშე გადაღებული ფოტოები

139
tesla

განახლებული Tesla Model 3 ჩინეთში შენიღბვის გარეშე გადაიღეს. ელექტრონულმა სედანმა ახალი ფარები და წინა ბამპერი მიიღო, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით ეს ყველაფერი არ არის. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოდელს შტურვალის საჭეს დაუმატებენ და „ავტოპილოტის“ მუშაობასაც გააუმჯობესებენ. ამასთან, „ტესლა“ გადავა ახალი მეთოდით წარმოებაზე, რაც ბრენდს ხარჯებს ბევრად შეუმცირებს.

ახალი ავტომობილი არსებული სედანისგან საგრძნობლად რომ განსხვავდება, ფოტოებშიც კარგად ჩანს. გავრცელებული ჭორებით, მოდელს კამერებს დაუმატებენ, რაც „ავტოპილოტის“ მუშაობაზე დადებითაც უნდა აისახოს და წრიული ხედვის სისტემის შესაძლებლობებიც გაიზარდოს. სალონში ნაკლები ღილაკები დარჩება, ჩვეულებრივი საჭის ნაცვლად კი შტურვალს დაამატებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები