LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერს 2 წუთზე ნაკლები დასჭირდა, რომ Tesla Model 3 გაეტეხა

123
tesla

Tesla-ს ელექტროქარის სისტემის გატეხას ჰაკერებმა 2 წუთზე ნაკლები დრო მოანდომეს. უჩვეულო ექსპერიმენტი შეჯიბრის Pwn20wn-ის ფარგლებში ვანკუვერში ჩატარდა. კონკურსზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ფულადი პრიზის მისაღებად იბრძოდნენ. კონკურსის ერთ-ერთ ეტაპზე მონაწილეებს „ტესლასთან“ მოუწიათ გამკლავება და მათ ზუსტად 2 მცდელობა და 10 წუთი ჰქონდათ. პირველი მცდელობისთვის გამარჯვებული 100 ათას დოლარს იღებდა, მეორისთვის – 250 ათასს.

2 წუთზე ნაკლებ დროში ფრანგული კომპანიის Synachtiv-ის თანამშრომლებმა ელექტროქარის მედია კომპლექსი გატეხეს და შიდა სისტემებზე მიიღეს წვდომა.

აღსანიშნავია, რომ Model 3 ჰაკერებმა 2019 წლის ჩემპიონატზე გატეხეს და მაშინ კომპანიამ სისტემის გაძლიერების პირობა დადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები