ტეილორ სვიფტის ახალი ალბომის გამოსვლამ, კიმ კარდაშიანი აზარალა. 43 წლის სელებრითმა, რომლის სახელი 34 წლის მომღერალის უახლესი რელიზის ერთ-ერთ სიმღერაში იშიფრება, ,,ინსტაგრამზე” 100 000 გამომწერი დაკარგა. ახლა მას 364-ის ნაცვლად, 363 მილიონი ,,ფოლოუერი” ჰყავს, თუმცა გამორიცხული არ არის კლებამ იმატოს.
კიმ კარდაშიანის ,,ექაუნთი” მიმდევართა რაოდენობით, Instagram-ის ყველაზე პოპულარული ანგარიშების ტოპ 10-ში შედის.
თემატურ სიაში, ტეილორ სვიფტის ანგარიში მე-14 ადგილზეა. მას 283 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ტეილორ სვიფტის ევროპული კონცერტების სერია მაისიდან დაიწყება
საუკეთესო ათეულში შედიან: ქლოი კარდაშიანი (10), ბიონსე (9), კიმ კარდაშიანი (8), არიანა გრანდე (7), დუეინ ჯონსონი (6), კაილი ჯენერი (5), სელენა გომესი (4), ლიონელ მესი (3), კრიშტიანუ რონალდუ (2) და ,,ინსტაგრამი” (1).