ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე-ფაჩულია შესანიშნავ ფორმაშია. ის 4 შვილის დედაა და ბრწყინვალედ გამოიყურება.
ახლახან მან წითელ მოტკეცილ კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მისი გამომწერების აღფრთოვანება დაიმსახურა:
„რა ლამაზი ხარ, თიკა“;
„მისის ფაჩულია…“
„ვაუ, ახალი იმიჯი. როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურები“, ასეთ კომპლიმენტებს იმსახურებს თიკა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ თიკამ მოკლე ვარცხნილობა მოირგო.