იაპონური ავტომწარმოებლები Mitsubishi Motors-ი და Nissan-ი გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
BBC News-ის ცნობით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მათ შორის ისიც, რომ Nissan-მა კონკურენტის აქციათა 34% შეიძინოს 200 მლრდ იენად ($1,8 მლრდ) და ერთადერთი მსხვილი აქციონერი გახდეს.
იაპონური მედიის მონაცემებით, Mitsubishi Motors-ის დირექტორთა საბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, გადავიდეს Nissan-ის კონტროლის ქვეშ. მოსალოდნელია, რომ ხუთშაბათს ამ ვარიანტს დაამტკიცებს Nissan-ის მენეჯმენტიც.
გარიგების დასრულების შემდეგ, როგორც ავღნიშნეთ, Nissan Motor-ი კონკურენტს შთანთქავს.
ბოლო პერიოდში Mitsubishi Motors-ი წარმოებული ავტომობილების საწვავის ხარჯის შემცირებასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა, რის გამოც, მისი აქციების ფასი 40%-ით დაეცა.
წყარო: Gbc.ge