LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგულშემატკივრობთ საქართველოს: ოლიმპიური კამპანია იწყება

44

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მხარდამჭერ კამპანიას – ვგულშემატკივრობთ საქართველოს, იწყებს.

კამპანია დღეს, 21:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აიღებს სტარტს.

”ამ დღისთვის მოწყობილი ლოკაციიდან ეთერში სპეციალური სპორტული გამოშვება ”რიო 2016” გავა. ღონისძიების სტუმრები იქნებიან ოლიმპიური ჩემპიონები, რიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტები და სხვა გულშემატკივრები”, – აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები