Washington Hilton-ის საბანკეტო დარბაზში, „თეთრი სახლის“ ასოცირებული კორესპონდენტებისთვის ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ღონისძიებაზე ცნობილი ჟურნალისტების გარდა, კინოვარსკვლავებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის გახლდათ სკარლეტ იოჰანსონი, რომელიც წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, კოლინ ჯოსტთან ერთად მივიდა, ეს უკანასკნელი აღნიშნული ღონისძიების წამყვანი გახლდათ.
39 წლის ვარსკვლავს ამ დღეს სადა, დახვეწილი თეთრი კაბა ამშვენებდა. მის ლუქს, კი ამავე ფერის შარფი და ალისფერი ტუჩსაცხი ასრულებდა.
სხვათა შორის, სკარლეტი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად არ ჩნდება გლამურულ ღონისძიებებზე.
ცნობისთვის, კოლინი სკარლეტის მესამე ქმარია. მათ ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ, რომელიც ახლა ორი წლისაა.
ულამაზესი სკარლეტ ოჰანსონი ახალი ფილმის პრემიერაზე „პრადას“ ვარდისფერ კაბაში ბრწყინავდა
სკარლეტ იოჰანსონი Variety-ის გარეკანზე – ნახეთ მსახიობის ვინტაჟური ფოტოსესია