ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟი, 17 წლის ნოქსი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში ახალი და საკმაოდ გამორჩეული იმიჯით დააფიქსირეს.
17 წლის ნოქს პიტი შეცვლილი იმიჯით პაპარაცების ობიექტივში
მას იისფერი ჰუდი, ყვითელი შორტები და Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, თუმცა მისი „ლუქის“ ყველაზე მკვეთრი დეტალი ნარინჯისფერი თმა იყო.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით მსგავსი ფერის თმას 1990-იან წლებში თავად ანჯელინაც ატარებდა. მისი მშობლები ახალგაზრდობაში ექსპერიმენტული იმიჯით გამოირჩეოდნენ, ისევე როგორც მისი უფროსი და, შაილო, რომელიც წლებია თავისუფალი და განსხვავებული სტილის სიყვარულით არის ცნობილი.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნოქსმა თმის ფერი არაერთხელ შეიცვალა. შემოდგომაზე ის ვარდისფერი თმით გამოჩნდა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი თმა ქერად გადაიღება.
„რა მშობლების შვილი და…“, „საშინელი ფერია“, „ვის ჰგავს?“, – წერენ კომენტარებში
უფროსი დის კვალდაკვალ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 17 წლის ქალიშვილმა იმიჯი შეიცვალა




