LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე: „მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისე­თი ლანძღვა-გინება მივიღე, სასაცილოც კია… მწყინს, რომ ახალგაზრდებს იყენებენ“

6467
ზურა ყიფშიძე, ნატალია ყიფშიძე

უკვე რამდენიმე კვირაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი განხილვის მწვავე თემაა. არ წყდება ქუჩის პროტესტი. ახალგაზრდები ყოველდღიურად იკრიბებიან და მსვლელობით მიემართებიან პარლამენტისკენ.

მსახიობი ნატალია ყიფშიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისთვისაც აღნიშნული კანონპროექტი მიუღებელია. ნატალიას პოზიციას სოციალურ ქსელში კომენტარის სახით გამოეხმაურა მისი ბაბუა, მსახიობი ზურა ყიფშიძე და დაწერა:  „ვაი, მე! სადა ბანაობ, შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე,­ რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ! გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები! შენ, ჩვენი თაობის მუსიკის მოყვარული, საოცარია, ასე ვინ დაგაბოლა? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა“.

„ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა, ამიტომ..“ – ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების ოჯახში არსებულ უთანხმოებაზე

მალევე ნატალიამ ბაბუას ასე უპასუხა: „მეც ნაღვლიანად ვარ, ბა.­­ მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ, განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა, ნამდვილად“.

ვიდეო: ,,ჩვენი წინაპრების მიერ ნაჩუქარ თავისუფლებაში დაბადებული თაობა ვართ და ამ სიყვარულით ვიდგებით ყოველდღე სანამ საფრთხე არ გადაივლის" – ნატალია ყიფშიძე

ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციიდან კადრებს გვიზიარებს.

მოგვიანებით, ნატალიამ ბაბუასთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა წარწერით: „და მართლაც, „ბითლზზე” მეტად მიყვარხარ, ბა“.

„და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა”- ნატალია ყიფშიძე ზურა ყიფშიძეს

ბაბუისა და შვილიშვილის ეს დიალოგი განხლივის საგანი გახდა. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და შვილიშვილის მიერ გამოხატულ პოზიციაზე ზურა ყიფშიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს რომ ავ­ყვეთ, ვერ გავ­ჩერ­დე­ბით, მე რომ ჩემს შვი­ლიშ­ვილს კო­მენ­ტა­რი და­ვუ­წე­რე ნა­ხევ­რად იუ­მო­რით, ისე­თი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა მი­ვი­ღე, სასაცილოც კია. სირ­ცხვი­ლია, რა ამ­ბა­ვიც აა­გო­რეს. ნა­ტა­ლი­კო ჩემი ახალგაზრდობის მუ­სი­კას უს­მენს, „ბითლზის” ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბოლო ოთხი ფოტო სწო­რედ მას ვა­ჩუ­ქე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გვაქვს, იმიტომაც მივმართე ასე იუ­მო­რით! რა ვი­ცო­დი, თუ ასეთ აჟი­ო­ტაჟს გამოიწვევდა, თო­რემ სულ არ დავ­წერ­დი არა­ფერს, ისე ვე­ტყო­დი, ყურ­ში…

ვიდეო: „ამდენ ახალგაზრდას, რომელსაც ამდენად უყვარს თავისი სამშობლო, ვერავინ დაამარცხებს“ – რას ამბობს ნატალია ყიფშიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციაზე

მწყინს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გეს, რა და რო­გორ არის, იყე­ნე­ბენ მათ და ესაა სა­წყე­ნი. ეს ბავ­შვე­ბი უჭ­კუ­ო­ე­ბი და გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ასე არაა, პი­რი­ქით, აზროვნებენ, თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გე­მოვ­ნე­ბა აქვთ და უც­ბად… რა არის ეს?!

– თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ იმ აქ­ცი­ა­ზე დგა­ნან?

– რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ჯერ ერთი, უნდა გა­ერ­კვე ადა­მი­ა­ნი, რა კა­ნო­ნია და რა ხდე­ბა. რაც არ ვიცი, მე იმა­ში ცხვირს არ ვყოფ.

ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ, ნი­კუ­შა 23 წლი­საა და ახ­ლაც ჩემ­თა­ნაა, ნა­ტა­ლია გა­და­ვი­და, თო­რემ ხში­რად მო­დის, თა­ვის პა­ტა­რა და-ძმას ეფე­რე­ბა, უვ­ლის. მწყინს, რომ ალექ­სან­დრე, ჩემი შუ­ა­თა­ნა შვი­ლიშ­ვი­ლი, ცოტა დაგ­ვე­კარ­გა. გე­ნი­ო­სი ბი­ჭია. მე და ნა­ტა­ლი­ას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ურთიერთობა გვაქვს, რო­გო­რიც ბა­ბუ­ა­სა და შვი­ლიშ­ვილს უნდა ჰქონ­დეს.

იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g