LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი პიჯაკი რომ მოგიცმია, კი ულამაზესია, მარა ელგებედეა და რამე არ გადმოგედოს ნინო!“ – როგორ ჰპასუხობს დიზაინერ გიორგი ქებურიას მიმართვას ნინო წილოსანი

669
გიორგი ქებურია

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გამოქვეყნებულ სტატუსს, რომლითაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექეტის მოწინააღმდეგეებსა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მოქალაქეებს მიმართავს, ასევე სოციალურ ქსელში, დიზაინერი გიორგი ქებურია გამოეხმაურა.

ნინო წილოსანი: „ინსტაგრამ“ სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და „ნაცების“ რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი როგორც მოქალაქეების ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა“

„ჩემი პიჯაკი რომ მოგიცმია ქვეყნის მტერო! კი ულამაზესია, მარა ელგებედეა ეგ პიჯაკი და რამე არ გადმოგედოს ნინო!“ – დაწერა დიზაინერმა საკუთარი „ინსტაგრამის“ სთორიში.

გიორგი ქებურიას აღნიშნული მიმართვის საპასუხოდ, ცოტა ხნის წინ, ნინო წილოსანმა მორიგი სთორი გამოაქვეყნა:

„ახლა ცოტა რომ განვიტვირთოთ, [გიორგი ქებურია] უდაოდ ნიჭიერი დიზაინერი ხარ, ამას ისიც ადასტურებს, შენი პიჯაკი რომ „მომიცმია“. შენი პირადი ცხოვრება საერთოდ არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს დავინტერესდები ამით. პიჯაკი კი ნამდვილად ლამაზია“, – წერს ნინო წილოსანი.

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024
magti 5g