LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვიის ლუდი ალცგეიმერის დაავადებისგან დაგიცავთ

35

შვედმა და ფინელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ლუდი აფერხებს ამილოიდის  კვანძების დაგროვებას და ხელს უშლის ალცგეიმერის დაავადების განვითარებას. თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებული არაა არც ამ მექანიზმის ზემოქმედება, არც ალკოჰოლური სასმელის კონკრეტული დოზა.  

ჟურნალ Alcoholism: Clinical and Experimental Research-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერებმა ალკოჰოლური სასმელების მიღებასა და თავის ტვინში ბეტა-ამილიოდების დაგროვებას შორის კავშირი განიხილეს. აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე, 35-70 წლის 125 ფინელ მამაკაცის შემთხვევაში ბეტა-ამილიოდების კონცენტრაციამ ასაკთან ერთად მოიმატა, თუმცა ლუდის მიღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა მისი რაოდენობა.   

2015 წელს ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქსანტოგუმოლი (სვიაში შემავალი ნივთიერება) იცავს ტვინის უჯრედებს განადგურებისგან და ხელს უშლის ალცგეიმერის დაავადების განვითარებას.

თუმცა, მეცნიერები მთელი მსოფლიოდან თანხმდებიან, რომ მიუხედავად დადებითი მხარეებისა, ალკოჰოლის მიღება (ნებისმიერი ფორმით და რაოდენობით) დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები