LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილა მშვიდობისა ბედნიერო საქართველო, ნახე რა ყლორტებით ამოხეთქა შენმა ბებერმა, სისხლით მორწყულმა ფესვებმა…ზოგიერთის შიში, რომ „გარყვნილი ევროპა” ჩვენს ბაღნებს ქართველობას წაართმევდა არ გამართლდა“ – ნათია ფანჯიკიძე

207
ნათია ფანჯიკიძე, აქცია გმირთა მოედანზე

„დილა მშვიდობისა ბედნიერო საქართველო, ნახე რა ყლორტებით ამოხეთქა შენმა ბებერმა, სისხლით მორწყულმა ფესვებმა“, – წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და გუშინ, გმირთა მოედანზე გამართული აქციიდან რამდენიმე კადრს გვიზიარებს, მათ შორის აქციის მონაწილეების მიერ შესრულებული ცეკვა „ხორუმის“. როგორც ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, „…ზოგიერთის შიში, რომ „გარყვნილი ევროპა” ჩვენს ბაღნებს ქართველობას წაართმევდა არ გამართლდა, ქართველობა დათმეს მათ, ვინც რუსების წინაშე მლიქვნელღიმილიან მიკიტნებად და რუსების გამრთობ კინტოებად ყოფნა არჩია“

„ნაკლებპათეტიკურად ვერ გადმოვცემ, რადგან ასე ვგრძნობ ზუსტად, ხოდა ბაღნებმა გაატარეთ, ჩემნაირმა ბებრებმა დამილაიქეთ, ბებიაჩემ ტასიკოს რომ ფბ ჰქონოდა, რა სიტყვებითაც დაწერდა, ეგრე რომ ვპოსტავ

…ზოგიერთის შიში, რომ „გარყვნილი ევროპა” ჩვენს ბაღნებს ქართველობას წაართმევდა არ გამართლდა. ბავშვები ცეკვავენ ხორუმს, მღერიან ჩაკრულოს, ზეპირად იციან ჰიმნი, ლოცულობენ ერთად, იდეურ კომპასად ირჩევენ სულხან-საბას და ილიას, ადიდებენ თავისუფლებას, სრულწლოვანებიდან მოყოლებული შრომობენ და გადასახადებს იხდიან, პატივს მიაგებენ გმირებს, ერთგულებენ ერთმანეთს…

ქართველობა დათმეს მათ, ვინც რუსების წინაშე მლიქვნელღიმილიან მიკიტნებად და რუსების გამრთობ კინტოებად ყოფნა არჩია.

არა რუსეთს. დაუბრუნდით საკუთარ ფესვებს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გამოყენებული ერთ-ერთი ფოტო: რადიო „თავისუფლება“

mazda magti 5g