LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი გამომწერების 40% რუსები არიან, რომლებსაც ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩემი ოჯახის მიმართ, მაგრამ მაპატიეთ!!! არასდროს გავხდებით თქვენი ნაწილი, არ ვეთანხმები რუსულ კანონს… მე ვარ ქართველი და ამავდროულად ევროპელი“ – ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე მიმართვას ავრცელებს

203
მარიამ შუკაკიძე

ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე, რომელსაც „ინსტაგრამზე“ 4.4 მილიონი გამომწერი ჰყავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება და წერს, რომ უერთდება იმ ადამიანთა პოზიციას, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს არ ეთანხმებიან.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„ვიცი, რომ ელოდებოდით ჩემს კომენტარს ისიც ვიცი, რომ გაგიკვირდებათ რასაც ახლა ვიტყვი.

სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. იმდენად არ მინდოდა მათი მოსვლა, ცხარე ცრემლებით ვიტირე, მაგრამ იმის იმედი მქონდა, რომ გაამართლებდნენ. მაგრამ ყოველ წლიურად იმედი მიცრუვდებოდა.

არასოდეს გამომიხატავს აგრესია. თუმცა ფეისბუქის ძველ პოსტებს თუ გადავხედავთ, არასდროს მომწონდა ეს მთავრობა.

მე არ მივეკუთვნები იმ საზოგადოებას რომელიც ჩუმადაა.

მე არ ვეთანხმები რუსულ კანონს.

ალბათ იცით, რომ ჩემი გამომწერების 40% რუსები არიან. რომლებსაც ძალიან თბილი და კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩემი ოჯახის მიმართ. მაგრამ მაპატიეთ!!! მე და ჩემი ოჯახი, არასდროს გავხდებით თქვენი ნაწილი. არასდროს მექნება სურვილი მოსკოვში ცხოვრების და არასდროს მენდომება, ის რომ თქვენთან რაიმე შეხება მქონდეს.

მე ვარ ქართველი და ამავდროულად ევროპელი

მე ამაყი ვარ!

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცნობილი ინსტაგრამ ინფლუენსერი ვარ, გამომწერების რაოდენობით და ჩემთვის ეს სტატუსი მნიშვნელოვანია და შესანარჩუნებელი, მზად ვარ დავკარგო ყველა რუსი გამომწერი!

მიყვარს საქართველო და ჩემი ქვეყანა!

ახლოვდება ცვლილებების დრო

მე თქვენს გვერდით ვარ ჩემო ლამაზო ქართველებო!!!”

#არარუსულკანონს“, – წერს მარიამ შუკაკიძე.

mazda magti 5g