ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი შუადღე“, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, მუსიკალური პროდიუსერი მარინა ბერიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.
როგორც მარინა ბერიძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებმა მას ხალისი დაუბრუნეს:
„მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ახალგაზრდას, იმისთვის, რომ დამიბრუნა სილაღე და სიხალისე, მე, რომელსაც – ყველამ იცის, ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, მაგრამ – მქონდა ნიჰილიზმი, აღარაფრის მჯეროდა. მათ ჩემნაირ ადამიანებსაც, მთელს საქართველოს დაუბრუნეს საოცარი სიყვარული“, – აღნიშნა მარინა ბერიძემ.
შენი შუადღე | მარინა ბერიძეშენი შუადღე | მარინა ბერიძე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 03 მაისი, 2024
ცნობისათვის, უკვე ორ კვირაზე მეტია, თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს“ იმართება და მოქალაქეები საკუთარ პროტესტს დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობებით აფიქსირებენ.