LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ ღამეს აქციებზე სამართალდამცველებმა 23 პირი დააკავეს

164
საპროტესტო აქციებზე დაკავებულები

გასულ ღამეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცველებმა, ჯამში, 23 ადამიანი დააკავეს – ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მოქალაქეები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისათვის, უკვე ორ კვირაზე მეტია, თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს“ იმართება და მოქალაქეები საკუთარ პროტესტს დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობებით აფიქსირებენ.

გასულ ღამეს, კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს.

magti 5g