LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar-მა ყველა სუპერქარი მათ გამოსვლამდე გაყიდა

25

კომპანია Jaguar-მა ჯერ კიდევ წარმოებამდე გაყიდა აღდგენილი მოდელის XKSS-ის მთლიანი რაოდენობა. სულ დაგეგმილი იქნა 9 ავტომობილი, თითოეული კი ღირდა 1.5 მილიონი აშშ დოლარი.

ორიგინალი მოდელი – XKSS, რომელსაც Jaguar პირველ სუპერქარად მოიხსენიებს მსოფლიოში, გამოჩნდა 1957 წელს. მაშინ მწარმოებელმა მარკ უილიამ ლაიონსმა გადაწყვიტა შეექმნა 25 საცდელი მოდელი, სპეციალურად ოპტიმირებული რალისთვის, რომელმაც 1950-იანების ავტომობილებს შორის სამჯერ გაიმარჯვა Le-Man-ში.

ამ წლის დასაწყისში კომპანიამ სწორედ XKSS-ის ცხრა მოდელის თავიდან აწყობით გადაწყვიტა  მოდელი ხელმეორედ გააპიარება. ამისათვის კომპანიამ აიღო დრო, სპეციალისტების დახმარებით აღადგინა 1957 წლის მოდელის რეალური სახე და XKSS-ი თავიდან გააცოცხლა.

ავტომობილის წარმოება შედგა ქალაქ იორიკში. Jaguar-ი გეგმავს შექმნას მანქანები ზუსტად იგივე სტანდარტით, რა სტანდარტითაც იგი აწარმოებდა ავტომობილებს 59 წლის წინ. ამის გარდა, ინჟინრების დახმარებით, კომპანიამ შეძლო სპორტქარის ყველა დეტალის იდენტურად გაცოცხლება. პირველი XKSS რეალურად გამოჩნდებიან 2017 წლის დასაწყისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები