8 მაისს, სასტუმროში Wyndham Grand Tbilisi არტიზანული ღვინის ფესტივალი ჩატარდება.
არტიზანული ღვინო დამზადებულია მხოლოდ ყურძნის წვენისგან, ყურძნის, რომელიც არ არის შეწამლული მავნე ნივთიერებებით. ბუნებრივად მოყვანილი ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ველურ საფუარს და ფერმენტაციისთვის აუცილებელ ნებისმიერ სხვა ინგრედიენტს.
ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან ქართულ მცირე საოჯახო მარნებს და მათ რჩეულ ღვინოებს გასინჯავენ.
ასევე, შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ „სამზარეულოს ომების“ ოქროს ვარსკვლავის მფლობელის – მარიამ მინაძის საავტორო კერძები.

ფესტივალზე მოწვეულნი არიან HoReCa სექტორის წარმომადგენლები და სადისტრიბუციო კომპანიები.
ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
