„ჩემი იმედი სულ გქონდეთ, იმიტომ რომ მე სულ მქონდა თქვენი იმედი. თქვენი ახალგაზრდული ძალა არის ის, რაც ჩემს სამშობლოს გადაარჩენს“, – ამ განცხადებით გამოეხმაურა ჯაზშემსრულებელი გიული ჩოხელი ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის ირგვლივ შექმნილ პროტესტსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას.
როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში აღნიშნა, „რუსული კანონი კი არა, რუსეთი არ უნდა“, ამიტომ, მან თაობას მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ საჭიროა შრომა:
„რუსული კანონი კი არა, რუსეთი არ მინდა, გამორიცხულია, რაც გინდათ ის გააკეთეთ. პირველად ხომ გითხრეს ხალხმა, ახალგაზრდებმა, ულამაზესებმა… რა ახალგაზრდობა მოვიდნენ, აშოლტილები, გოგოები, ბიჭები, ულამაზესი თაობა.
არ გრცხვენია, რომ უდგეხარ ამ თაობას, რომელიც უკვე 2 კვირაა თუ 20 დღეა დგანან ამ სიცივეში, წვიმაში და შენ კიდევ ძაღლებს უსევ?! ეს არასწორი მოქცევაა. გითხრეს ერთხელ, რომ არა, უკან რატომ აბრუნებ, რატომ აღიზიანებ ამ ულამაზეს თაობას.
გულწრფელობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული, ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია – პრემიერი ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს
გულწრფელი ახალგაზრდის ანალიტიკური ამბიციები მწვერვალებს მისწვდა, როდესაც დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დადგა.
სიტყვა ქართული უნდა მივაწვდინოთ ამ ყრუსა და ბრმა მთავრობას. როგორ მოგეცით თქვენ ხმა, როგორ მინდოდა, თქვენ რომ მოხვედით, მეთქი შეიცვალა რაღაცა, თქვენ კიდევ ახალგაზრდობას გადაემტერეთ.
ახალგაზრდებო, უნდა წამოუდგე: ჩემი იმედი სულ გქონდეს, იმიტომ რომ მე სულ მქონდა თქვენი იმედი. თქვენი ახალგაზრდული ძალა არის ის, რაც ჩემს სამშობლოს გადაარჩენს, ოღონდ შრომაა საჭირო.“ – მიმართა გიული ჩოხელმა ახალგაზრდებს.
გიული ჩოხელის მიმართვა"ახალგაზრდებო ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეთ, თქვენი ახალგაზრდული ძალა გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს" | გიული ჩოხელის მიმართვა
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Thursday 9 May 2024