LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას და შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-გან და ევროპისგან“ – ჯეიკ სალივანი

174
ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ღრმად არიან შეშფოთებულები საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით და მათი განმარტებით, „ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე – დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვას, თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს“.

„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას და შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-გან და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, – წერს სალივანი.

პოპულარულები