სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიონ 563 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აპრილში 3 მილიონ 036 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 მაისს გამოქვეყნდება.