”მილანმა” ვინჩენცო მონტელასთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.
”როსონერი” კიდევ ერთხელ იწყებს დიდი წარსულის დაბრუნებაზე ფიქრს.
ახალგაზრდა იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შედის.
”როსონერის” წინა მწვრთნელი კრისტიანო ბროკი იყო, რომელმაც 12 აპრილს გუნდიდან გაშვებული სინიშა მიხაილოვიჩი შეცვალა.
გასულ სეზონში ”მილანმა” მეშვიდე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ ”იუვენტუსს” 34 ქულით ჩამორჩა.