LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში: სცენები საქართველოში შოკის მომგვრელია  – მთავრობას მოვუწოდებ კურსი შეცვალოს და ეს კანონპროექტი გაიწვიოს

137
Capture

დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს კურსი შეცვალოს და კანონპროექტი გაიწვიოს.

“სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია და როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სიმშვიდისკენ და თავშეკავებისკენ.

დღეს საქართველოს პარლამენტმა კვლავ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. როგორც ჩვენი პარტნიორები, დიდი ბრიტანეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის მიღებას.

ეს კანონპროექტი და მისი თანმდევი დემონსტრანტების მართული დაშინება არ შეესაბამება ნატოს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან გადახვევის ფუნდამენტურ რისკს ქმნის.

როგორც საქართველოს ელჩს ვუთხარი დღეს აქამდე საუბრისას, ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ახლა საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ კურსი შეცვალოს და ეს კანონპროექტი გაიწვიოს”, – წერს ნუსრატ განი.

magti 5g